ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების ნაშრომები რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების ნაშრომები რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის. ამის შესახებ EDU.ARIS.GE -ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განუცხდა.
„კარანტინი ნიშნავს იმას, რომ ეს ნაშრომები არ გაიხსნება რამდენიმე დღე, არავინ არ შეეხება, ამის შემდეგ დავიწყებთ ამოლაგებას. მაინც მაქსიმალური სიფრთხილით, ხელთათმანით, ხელის დამუშავებით, იმიტომ რომ ქაღალდი არის ვირუსის ერთერთი გადამტანი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ აგვისტოს ბოლოს პირველადი შედეგები ჰქონდეთ აბიტურიენტებს”,- განგვიცხადა სოფო გორგოძემ.
მისივე ინფორმაციით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზებისთვის დაახლოებით 2000 პირია დასაქმებული, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება