ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ დღეს რეგისტრირებული აპლიკანტების 93% გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აღნიშნულ გამოცდაზე (პირველ დღეს) რეგისტრირებული აპლიკანტების 93% გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით კი დაგვიანების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
,,უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს გამოცდა, ამ ეტაპზე ვიცით რომ გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93 პროცენტი, გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა, სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 ადამიანი და რაც შეეხება გამოცდაზე არ დაშვების ფაქტს, ტემპერატურის გამო, ასეთი იყო ორი შემთხვევა, მათ 38-მდე დაუფიქსირდათ ტემპერატურა”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.
მისივე თქმით, წელს გამოცდაზე ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
,,მოგეხსენებათ წინა წლებში მოხსნის ფაქტები იყო ტელეფონის და დამხმარე მასალის შეტანის გამო. ამ ეტაპამდე ასეთი შემთხვევა არა გვაქვს და არავინ არ მოგვიხსნია ამ ტელეფონის ან დამხმარე მასალის შეტანის გამო”, – აღნიშნა მან.
სოფო გორგოძის თქმით, 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში ერთ აბიტურიენტს ემოციურ ფონზე აღენიშნებოდა მცირე ტემპერატურა და ექიმის გასინჯვის შემდეგ ის ჩვეულებრივ საგამოცდო სექტორში მოთავსდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 აბიტურიენტებისთვის დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან