„ეს სასწავლო დანაკარგებს არსებითად გააუარესებს“ – მანანა რატიანი პრაქტიკოსებზე განათლების სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებას აფასებს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე მანანა რატიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლების შესახებ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ სკოლებში კონკურსით მიღებულ კადრებს არ ექნებათ საკმარისი დრო კლასის გასაცნობად, რაც შედეგად ისედაც არსებულ სასწავლო დანაკარგებს გააუარესებს.
“პრაქტიკოსი მასწავლებლების სისტემიდან გაყვანის გადავადებამ არაერთი პრობლემა წარმოქმნა. მასწავლებლის მოსამზადებელი საუნივერსიტეტო პროგრამების კურსდამთავრებულები დროულად ვერ შევიდნენ სკოლებში. ნაწილი სხვაგან დასაქმდა და სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხები უშედეგოდ გაიფლანგა. ასევე კონკურსის გამოცხადება შუა სასწავლო წელს არაერთ პრობლემას შექმნის, მასწავლებლები ვერ ჩაამთავრებენ წელს. კონკურსით მიღებულ კადრებს არ ექნებათ საკმარისი დრო კლასის გასაცნობად, საჭიროებების დასადგენად და მოსწავლეების წლიურ შედეგებზე გასაყვანად, რაც პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს არსებითად გააუარესებს. პასუხისმგებლობების აღება ახალ მასწავლებლებს სასწავლო შედეგებზე გაუჭირდებათ. განათლების სისტემის დაგეგმვა უნდა ხდებოდეს აკადემიური კალენდარის გათვალისწინებით”, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე მანანა რატიანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, დღეს იმ მოქმედი მასწავლებლების საყურადღებოდ, რომელთაც ზაფხულის გამოცდაზე ისევ ვერ დაადასტურეს კომპეტენცია და სტატუსიც გაუუქმდათ, სკოლის მიერ მათ ადგილას კონკურსის გამოცხადების პირობა და ასევე ახალი გამონაკლისების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. როგორც უწყება განმარტავს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით ცვლილებები შეაქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში.
ამავე თემაზე:
რა ახალი გამონაკლისი დაუშვა განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის – ცვლილება სქემაში
„სისტემა მასწავლებელთა კომპეტენციებზე თვალს ხუჭავს“ – ინტერვიუ მანანა რატიანთან
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება