„ევროპის უნივერსიტეტმა“ სტუდენტებისთვის „Body Interact“-ი შეიძინა

“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტმა, სტუდენტების პრაქტიკული სამუშაოების თანამედროვე მეთოდოლოგიაზე მორგებული Body Interact-ი შეიძინა.
როგორც “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი აცხადებს, “Body Interact“-ი კლინიკური სწავლების ეფექტური საშუალებაა, რომელიც იყენებს რეალური პაციენტების ისტორიებს და ქმნის ვირტუალურ სცენარებს.
“სტუდენტს შეუძლია სიმულაციურ გარემოში შეაფასოს სხვადასხვა პაციენტის მდგომარეობა, შეარჩიოს გამოკვლევის მეთოდები, დანიშნოს მკურნალობა, დააკვირდეს სიმპტომების და პაციენტის მდგომარეობის ცვლილებას ყოველი მანიპულაციის შემდგომ და მიიღოს უკუკავშირი“, – განაცხადა ზაზა ავალიანმა.
“Body interact“ მოიცავს ძირითად კლინიკურ მიმართულებებს, მათ შორის შინაგან მედიცინას, ონკოლოგიას, გადაუდებელ მედიცინას, მეანობას, ნევროლოგიას, ტოქსიკოლოგიას და ა. შ. აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ გაიუმჯობესონ კლინიკური უნარები, განივითარონ კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
“სისტემაზე წვდომა მედიცინის ფაკულტეტის სამივე საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს აქვთ. მისი გამოყენება სტუდენტებს შეუძლიათ არა მხოლოდ უნივერსიტეტის ლაბორატორიებსა და სიმულაციურ ცენტრებში, არამედ ვებინარის პლატფორმების საშუალებით, დისტანციური სწავლების პირობებში, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკები სახლის პირობებშიც გაიარონ“, – განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა.
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სტუდენტები განათლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე იღებენ.
-
“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტები ესპანეთში სტაჟირებას გადიან by ევროპის უნივერსიტეტი
-
22 თებერვალს “ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის მიმართულებით ორი ახალი სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა გაიმართება by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ლაივ საფორთს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by ევროპის უნივერსიტეტი