„ევროპის უნივერსიტეტსა“ და ვერსალის სენტ კვენტინის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და ვერსალის სენტ კვენტინის უნივერსიტეტს (საფრანგეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ტალიაშვილთან ერთად სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარიამ ბოჭორიშვილმა მოაწერა ხელი.
თანამშრომლობის მემორანდუმი პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დისტანციურად გაფორმდა.
“აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ნიშნავს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ერთობლივი კონფერენციების ორგანიზებას”, – განაცხადა ნინო ტალიაშვილმა
მემორანდუმის ფარგლებში, სამომავლო განვითარების პერსპექტივებით, მხარეები მზად არიან განამტკიცონ და განავითარონ აკადემიური, კულტურული და კვლევითი თანამშრომლობა თანასწორობისა და ორმხრივი ინტერესის საფუძველზე.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები AMSE-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა AMEE-ის კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ბუდაპეშტში, ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის 51-ე კონგრესში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი