„ევროპის უნივერსიტეტში“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები 2020“ ჩატარდა
“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – “მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები 2020“ ჩატარდა.
ღონისძიება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დისტანციურ რეჟიმში წარიმართა და მასში სამართლის სფეროს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს როლი არჩევნებში, მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობა და შედეგები, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ სამართლის სამეცნიერო კველვითი ინსტიტუტი კონფერენციათა ციკლს ყოველწლიურად ატარებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია დაიწყო
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში კლინიკურ პრაქტიკას გაივლიან
by ევროპის უნივერსიტეტი
-
ჟან მონეს აკადემიის მეექვსე დღე „ევროპის უნივერსიტეტში“ – სამწლიანი პროექტის EnlargEU დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი