გამოცდების ცენტრი დირექტორობის მსურველთა გამოცდების ორგანიზებაში ჩართული არ არის
დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია დასრულდა. პარალელურ რეჟიმში სამინისტრომ სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დაამტკიცა. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ირგვლივ, ჯერ ცნობილი არ არის. თემის ირგვლივ ბევრი შეკითხვაა. მაგალითად, ვინ გაუწევს ორგანიზებას დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროცესს, რამდენმა ადამიანმა გამოთქვა გამოცდაზე გასვლის სურვილი და სხვ.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რა ფორმით არის ჩართული გამოცდების ეროვნული ცენტრი დირექტორთა სასერტიფიკატო გამოცდებში, სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ გარკვეული ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა ,,ნაეკი,, პროცესში ჩართული არ არის.
,,ცენტრი არ არის ამ გამოცდებში ჩართული, ეს არის სამინისტროს კომპეტენცია, კონსულტაციები გარკვეულწილად იყო, თუმცა ჩვენ ამ გამოცდის ადმინისტრირებას არ ვაკეთებთ”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან