გამოცდიდან ცხელების გამო მოხსნილ აბიტურიენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ორი დღის მონაცემებით, მაღალი ტემპერატურის გამო, გამოცდებიდან 2 აბიტურიენტი მოიხსნა. აპლიკანტებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ, PCR ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, ტესტის პასუხების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს პირები საგამოცდო პროცესს დაუბრუნდებიან.
„ორ აბიტურიენტს, რომლებიც არ დაიშვნენ გამოცდაზე ჩაუტარდათ PCR ტესტირება, საბედნიეროდ მათ არ აღმოაჩნდათ კოვიდ ინფექცია, ჩვენ სამინისტროსთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შევძლოთ და ეს აბიტურიენტები ჩავრთოთ საგამოცდო პროცესში, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ წელს ამის პრობლემა არ ექნებათ და საბოლოოდ ისინი გამოცდებს არ გამოეთიშებიან“, – ამბობს სოფიო გორგოძე.
2020 წლის ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციის თანახმად, აპლიკანტს, რომელსაც გამოცდის დღეს დაუფიქსირდება 37,5-ზე მაღალი ტემპერატურა, თან უნდა ჰქონდეს PCR ტესტირების უარყოფითი შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოცდიდან იხსნება. ტესტის პასუხი ვალიდური 72 საათის მანძილზეა, ამ დროის გასვლის შემდეგ თუ გამოცდები დასრულებული არ აქვს, აპლიკანტმა ტესტი განმეორებით უნდა ჩაიტაროს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება