ტელეფონის შეტანის მიზეზით გამოცდიდან 1 აბიტურიენტი მოიხსნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე შეაფასა.
მისი თქმით, საგამოცდო ცენტრებში სამუშაო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა იყო ფაქტი, როდესაც აპლიკანტს გამოცდის ბოლოს მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს და ის გამოცდიდან მოიხსნა.
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა, მადლობა მინდა ვუთხრა აბიტურიენტებს, რომ გაგებით მოეკიდნენ შეზღუდვებს, რაც წელს გვქონდა გასავლელი. ცენტრების 90 პროცენტში ერთ საათზე ნაკლებ დროში მოხერხდა რეგისტრაციის დასრულება. უშუალოდ წერის პროცესში აბიტურიენტებს ჰქონდათ საშუალება პირბადე სურვილისამებრ მოეხსნათ. საქართველოს მასშტაბით ორი აბიტურიენტი მაღალო ტემპერატურის გამო მოიხსნა გამოცდიდან, ხოლო ერთი უკვე გამოცდის დასასრულს, როცა ტელეფონი აღმოუჩინეს დამკვირვებლებმა”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აღნიშნულ გამოცდაზე (პირველ დღეს) რეგისტრირებული აპლიკანტების 93% გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით კი დაგვიანების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 ადამიანი და რაც შეეხება გამოცდაზე არ დაშვების ფაქტს, ტემპერატურის გამო, ასეთი იყო ორი შემთხვევა, მათ 38 გრადუსამდე ტემპერატურა დაუფიქსირდათ.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
ისევ გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა და მაგისტრანტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – 2 დანართი
by ARIS.GE-განათლება
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება