უნარების გამოცდაში საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა დაახლოებით 80% ჩაიჭრა – შედეგები
5 თებერვალს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ორგანიზებული გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
აპლიკანტებს ზოგადი უნარების ტესტირების შედეგების ნახვა აღნიშნულ ბმულზე შეუძლიათ.
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოცდა წარმატებით ჩააბარა 20%-ზე მეტმა აპლიკანტმა. რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 80%-მა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა. გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ დადგენილი ზღვრის შეცვლა არ იგეგმება. რაც შეეხება შედეგის გასაჩივრებას, გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან (2020 წლის 11 თებერვლიდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მობილობით გადმოსულ სტუდენტების ნაწილი ბოლო დღეებში გამოცდის მოხსნის მოთხოვნით აქციებს მართვდა, ზოგადი უნარების გამოცდაზე აპლიკანტების 99% გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე სულ 343 პირი იყო დარეგისტრირებული.
ამასთან, გამოცდების ცენტრში გვითხრს, რომ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება და სტუდენტებს აგვისტოს თვეში კიდევ ერთხელ მიეცემათ დარეგისტრირების საშუალება.
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
by ARIS.GE-განათლება