გამოიცა მნიშვნელოვანი კრებული „ბავშვები – ტერორიზმის მომავალი“
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოსცა სამეცნიერო კრებული „ბავშვები – ტერორიზმის მომავალი“ , რომლის ავტორია ახალგაზრდა მეცნიერი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი დავით სუჯაშვილი.
ნაშრომში ავტორი სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო დანაშაულობების, ტერორიზმის ჭრილში ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის კიბერდამოკიდებულებასა და მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან მომავალ თაობაზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ ბავშვები, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლად აქცია, რომელთა ჯანსაღ საზოგადოებაში რეინტეგრაციაც უდიდეს გამოწვევად რჩება. მით უფრო დღეს, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის ყურადღების დღის წესრიგი აგებულია პანდემიის შედეგებზე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანთა ჯანმრთელობის, ეკონომიკური და განათლების პრობლემები.
ავტორის სამართლიანი მიზანია საზოგადოებამ გაანალიზოს და შეაფასოს ზემოთ მოყვანილი ფაქტორები, რაც საშუალებას მისცემს ცივილიზებულ სამყაროს სწორ ჭრილში დაინახოს მის წინაშე არსებული გამოწვევები.
ნაშრომი, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი შენაძენია საერთაშორისო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისათვის.
წიგნის რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი