„განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა საქართველოში არც ერთ პარტიას არ შეუძლია“ – გამოკითხულთა 22%
საქართველოში გამოკითხულთა 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ყველაზე კარგად „ქართული ოცნება“ გაუმკლავდება. 22 პროცენტის აზრით კი, ამის გაკეთება არც ერთ პარტიას არ შეუძლია.
ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, რომელი პარტია გაუმკლავდებოდა განათლების საკითხებს ყველაზე კარგად, პასუხების პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 25 %; ენმ – 19 %; ევროპული საქართველო – თავისუფალი დემ. – 5 %; სხვა- 7 %; არცერთი პარტია – 22 %; ამ კითხვაზე პასუხი 19 პროცენტს არ აქვს, ხოლო 1პროცენტმა პასუხისგან თავი შეიკავა.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ არჩევნებში ხმის მიცემისას, გამოკითხულთა მხოლოდ 10%-სთვის არის მნიშვნელოვანი პარტიების პოზიციები განათლების საკითხებთან დაკავშირებით.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა.
წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 2,180 ადამიანი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები
