განათლების აღიარების შესახებ განაცხადის გაკეთება უკვე ელექტრონულად არის შესაძლებელი – დეტალები
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, 2020 წლის 6 თებერვლიდან ამოქმედდა ახალი პორტალი (www.my.gov.ge), რომლის დახმარებითაც განმცხადებლებს ეძლევათ საშუალება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილ სერვისებზე მომართვა განახორციელონ ელექტრონული ფორმით, ცენტრში მოუსვლელად.
ელექტრონული მომსახურების ფორმა ეხება შემდეგ სერვისებს:
- საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;
- დევნილის მიერ მიღებული განათლების აღიარება;
- ლიკვიდირებულ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება;
- ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარება;
- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.
პორტალი საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ფლობენ ახალ პირადობის მოწმობას და მის წამკითხველ მოწყობილობას, ასევე ელექტრონულ ხელმოწერას, ცენტრის სერვისებით სარგებლობის თაობაზე განაცხადი გააკეთონ ელექტრონულად და პასუხიც მიიღონ ელექტრონული ფორმით.
პორტალზე ავტორიზაციისათვის ინსტრუქცია იხილეთ მითითებულ ლინკზე.
ახალი პირადობის მოწმობის, მისი წამკითხველი მოწყობილობისა და ელექტრონული ხელმოწერის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, უნდა დარეკოთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე – 2 40 54 05.
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება