„განათლების კომიტეტის ხელმძღვანელობა ჩემი სურვილი იყო და ეს მოულოდნელობა არ ყოფილა“
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი დღეს მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. უმრავლესობის სახით წარმოდგენილმა „ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებიც დაასახელა და მათი დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
თეა წულუკიანი უკვე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა. კენჭისყრის შემდეგ 84-მა დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა და ამ თანამდებობაზე აირჩია.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მისი კანდიდატურის დასახელება მოულოდნელი სულაც არ ყოფილა და აპირებს, რომ წინამორბედების მსგავსად გააგრძელოს საქმიანობა.
„არ ვიცი, რატომ იყო მოულოდნელი ჩემი კანდიდატურის დასახელება ამ პოზიციაზე. ერთადერთი, დღეს უკვე შეიძლება ის ითქვას, რომ გუნდში აგვისტო-სექტემბრის თვიდან განიხილებოდა სამი სხვადასხვა შესაძლებლობა და მე მოხარული ვარ რომ ჩემი არჩევანი, მეხელმძღვანელა ამ კომიტეტისთვის, გუნდმა გაიზიარა. აღმასრულებელი ხელისუფლების თვალით დანახული გამოწვევები, რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ იმასაც ვხედავდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის მინისტრს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა თავისი დარგობრივი კომიტეტიდან და მე მზად ვარ რომ ჩემი წინამორბედების დაწყებული საქმე, რომ კონკრეტულ მინისტრს და მთავრობას ჰქონდეს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის იმედი და ხელშეწყობა, ეს გავაგრძელო. სხვანაირად ეს სხვანაირად ეს უმნიშვნელოვანესი და ახლა უკვე უზარმაზარი სფერო გაერთიანებების შედეგად, ვერ იქნება მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების იმედად წარმატებული, მათ სჭირდებათ ძალიან სერიოზული საპარლამენტო მხარდაჭერაც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 17 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს, საიდანაც 10 უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება, ხოლო 7 უფრაქციო დეპუტატი. მოადგილეებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება