განათლების მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება, – ამის შესახებ განათლების სამინისტრო EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად გავრცელებული განცხადებით იუწყება.
“კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მინისტრს არ აღენიშნება COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს”, – წერია უწყების განცხადებაში.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მიხეილ ჩხენკელი და მინისტრი თურნავა ტესტის პასუხს ელიან.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდათ, მინისტრთა ნაწილი კი თვითიზოლაციაში გადადის.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება