განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ უწყებას პრემიერ-მინისტრმა ეფექტიანობა დაუწუნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხარისხის მართვის სისტემა საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას და დახვეწას.
ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ სსიპს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ეფექტიანობა დაუწუნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხარისხის მართვის სამსახურში შედის კურიკულუმები, სილაბუსები, ხდება მათი გადამოწმება, თუმცა ეს არსებითად ფორმალური პროცედურაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის მართვის სისტემის დახვეწა, დღეს მოქმედებს ეს სისტემა, არის შესაბამისი მიმართულება განათლების სამინისტროში, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისად ეფექტიანი და ხშირ შემთხვევაში ხარისხის ფორმა ფორმალურ ხასიათს ატარებს.
ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ დიპლომის ხარისხზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა უნივერსიტეტი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, დიპლომს გასცემს სახელმწიფოს სახელით, თუმცა ზუსტად იდენტური დიპლომი, გაცემული სხვადასხვა უნივერსიტეტის მხრიდან არის განსხვავებული ხარისხის შინაარსობრივად. მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ, სადაც მოქმედებს 100-მდე სახელმწიფო სხვადასხვა უნივერსიტეტი, თითო ქალაქში მოქმედებს თითო უნივერსიტეტი ბერლინის გარდა, სადაც ორია, არსებითად, სწავლების ხარისხი შინაარსობრივად ერთი და იგივეა და სახელმწიფო გასცემს დიპლომს, რაზეც იღებს სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენთან ასე არ არის. ერთი დიპლომის ხარისხი არის დაბალი, მეორის – მაღალი, ყველა თანაბრად გაიცემა სახელმწიფოს სახელით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხარისხის მართვის სისტემა საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას და დახვეწას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
-
მოსწავლეთა ჯარის ბანაკს „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი დაემატა – „გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება“
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ უნდა მივიდეთ საგამოცდო ცენტრთან – 2026 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები
by ARIS.GE-განათლება
-
გამოცდის წინ გადასამეორებელი – ეს წესები აბიტურიენტმა ტესტირების მიმდინარეობისას არ უნდა დაარღვიოს
by ARIS.GE-განათლება