განათლების სფერო ანაზღაურების ოდენობით ბოლოდან მეორე ადგილზეა – 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემები
საქსტატმა 2020 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად სფეროდ რჩება პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, საშუალო ხელფასი -1 794.8 ლარი.
რაც შეეხება განათლების სფეროში დასაქმებული პირებს, მათი საშუალო ანაზღაურების ოდენობა ბოლოდან მეორე ადგილზეა და 790 ლარს შეადგენს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების სფეროში დასაქმებულების ანაზღაურება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია (2020 წ – 790 ლარი 2019 წ – 600 ლარი). 2020 წლის სიაში განათლებას მოსდევს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა საშუალო ხელფასით – 620 ლარი.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1 პროცენტით (110.0 ლარით)გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 596.4 ლარი (წლიური ზრდა 37.1 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 887.9 ლარი (წლიური ზრდა 7.8 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 794.8 ლარი (წლიური ზრდა -0.2 პროცენტი).
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- ტკბილ-მწარე გაკვეთილები ქართული განათლების სისტემისგან – 2024 წელი განათლებაში by ARIS.GE-განათლება
- „უკანა წინას სჯობია!“ – რა შეცვალა 2024-მა წელმა საქართველოში განათლების კუთხით? by ARIS.GE-განათლება
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა განიხილავს – ილიაუნის კანცლერი by ARIS.GE-განათლება