განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს თამარ მახარაშვილი უხელმძღვანელებს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თამარ მახარაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე მოვალეობის შემსრულებელი იყო. როგორც EDU.ARIS.GE-ს ცენტრში განუმარტეს, დანიშვნა კონკურსის ჩატარების შემდეგ განხორციელდა.
“საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, კონკურსის შედეგების საფუძველზე, 2020 წლის 10 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა”, – განმარტავენ ხარისხის განვითარებაში.
მათივე ინფორმაციით, თამარ მახარაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს აღმოსავლეთმცოდნეობაში და დასრულებული აქვს ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეულ ფილოლოგიაში. სხვადასხვა პერიოდში საკვალიფიკაციო და პროფესიული განვითარების პროგრამებს გადიოდა ისრაელში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა იუდაიკის კაბინეტს და არის ებრაული ენის ლექტორი. 2004 წელს ქართველი ებრაელებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო „დედა-ენა ებრაულად იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“. არის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების ავტორი, როგორებიცაა: ისრაელში ქართული კულტურის დღეები და ტელე-მარათონები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.
“თამარ მახარაშვილს აქვს სამთავრობო უწყებებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. მას 2005 წლიდან დღემდე ეკავა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობები. ასევე ეჭირა მინისტრის მრჩევლის თანამდებობა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის პოზიცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მისი კარიერა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში მოიცავს თანამდებობებს პროექტის ხელმძღვანელიდან დირექტორის მოადგილემდე”, – აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება