განათლების ყველაზე დიდი პრობლემა მოსახლეობისთვის დღეს ონლაინ სწავლების სირთულეებია – NDI-ს კვლევის შედეგი
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI ახალი კვლევის შედეგების თანახმად, განათლების ყველაზე დიდ პრობლემად დღეის მდგომარეობით მოსახლეობის უმრავლესობა (27 პროცენტი) ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს.
გამოკითხულთა 22 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემას მასწავლებლების და ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია წარმოადგენს, 20 პროცენტი კი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მაღალ საფასურს მიიჩნევს განათლების სისტემის მთავარ პრობლემად.
გამოკითხულთა 10 პროცენტი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში პრობლემები არ არის, ხოლო 19 პროცენტს ამასთან დაკავშირებით მოსაზრება აქ აქვს.
კვლევის ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა ეროვნული დონის საკითხებს.
კითხვაზე, რომელი ეროვნული დონის საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი, განათლებას გამოკითხულთა 13 პროცენტი ასახელებს.
აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. NDI-ის კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
