„განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა როდის გამოიტანს ამას პრემიერი, მისი პრეროგატივაა“
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფაზე, კერძოდ კი მისგან კულტურის ნაწილის გამოყოფაზე პრემიერის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა აღნიშნულის ოფიციალური, დოკუმენტალური დადასტურება ჯერ არ მომხდარა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილმა განუცხადა, მან იცოდა, რომ მთავრობას ეს ცვლილება უნდა დაეანონსებინა და ელოდება როდის იტყვის ამის შესახებ თავად პრემიერი.
„მე პირადად ვიცოდი, რომ მთავრობას ეს უნდა დაეანონსებინა და ველოდები როდის იტყვის ამას პრემიერი. ამასთან დაკავშირებით რომ იყო საუბარი ჩემი გამოსვლებიდანაც და მინისტრის გამოსვლებიდანაც ჩანდა, რაც შეიძლება ეფექტური და პროდუქტული რომ იყოს საბოლო ჯამში მათი (განათლების და კულტურის მიმართულებების) მუშაობა. მე ვიცი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ როდის დაანონსებს და როდის გამოიტანს ამას პრემიერი, ეს პრემიერის პრეროგატივაა და თავად იტყვის“, – აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტოების გაყოფის შემდეგ, კულტურის მინისტრის პოსტზე პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიას განიხილავენ.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება