GE
განისაზღვრა თავისებურებები, რომლებიც ზოგიერთ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვისას იმოქმედებს

პროფესიული განათლების ტესტირების დებულებაში განათლების მინისტრის ბრძანებით ცვლილება განხორციელდა. კონკრეტულად შემდეგ პროფესიებზე: ხელოვნება, პერსონალური მომსახურებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია, ტრანსპორტის მომსახურებები, ინჟინერია და საინჟინრო საქმე, პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ტესტირების ჩატარების საფუძველზე.

ასევე განისაზღვრა პროგრამებზე ჩარიცხვის ის თავისებურებები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიების არჩევისას მოქმედებს.

კერძოდ, აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ სურთ ხელოვნების, პერსონალური მომსახურებების, ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის, ტრანსპორტის მომსახურებების, ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა, შეიძლება გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. კონკურის გავლის თავისებურებებს ასევე შესაბამისი სასწავლო ადწესებულება განსაზღვრავს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაწესებულების მიერ არ არის გაბნსაზღვრული კონკურსის ჩატარება, აპლიკანტი ჩაირიცხება ტესტირების საფუძველზე.

„მუხლი 8. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის თავისებურებანი

1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა, შეიძლება გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

2. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის კონკურსის გავლის სავალდებულობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულება.

3. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთათვისაც დაწესებულების მიერ არ არის განსაზღვრული კონკურსი, აპლიკანტი ირიცხება ტესტირების შედეგების საფუძველზე”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ანუკი წიწილაშივილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი