გასულ წელთან შედარებით სკოლებში მასწავლებლების რიცხვი შემცირდა – საქსტატის მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებებში პედაგოგთა რაოდენობა 1,7 პროცენტით შემცირდა, მასწავლებლების უმრავლესობას კი ისევ ქალები შეადგენენ.
„2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 699 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.2%, ხოლო კაცების წილი 12.8% -ია“, – წერია საქსტატის მიერ გავრცელებულ მონაცემებში.
სავარაუდოდ მასწავლებელთა რაოდენობის შემცირებაზე საპენსიო ასაკის მქონე მასწავლებელთა მიერ ჯილდოს სანაცვლოდ სკოლების დატოვებამაც იმოქმედა, თუმცა საქსტატის გავრცელებულ ინფორმაციაში მასწავლებელთა ასაკის შესახებ მონაცემებს ვერ ვხვდებით.
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება