გაზაფხულის სემესტრის მობილობით 3000-მდე სტუდენტმა ისარგებლა – რომელ უმაღლესში გადავიდა ყველაზე მეტი მსურველი
უმაღლეს სასწავლებლებში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები ცნობილიან და ამ ეტაპზე სტუდენტების სხვა უმაღლესში გადასვლის პროცესი მიმდინარეობს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ EDU.ARIS.GE -სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტის შეცვლის სურვილი 2 981-მა სტუდენტმა გამოთქვა.
„განაცხადების საერთო რაოდენობიდან მობილობით გადასვლის უფლება პორტალმა მიანიჭა 2692 სტუდენტს (საგაზაფხულო მობილობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა). მობილობა ვერ განახორციელა 289 სტუდენტმა. ჩვეულებრივ, წარუმატებელი მობილობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს სტუდენტის არასაკმარისად კონკურენტუნარიანი სკალირებული ქულა. სხვა მნიშვნელოვან მიზეზად შეიძლება დავასახელოთ, აგრეთვე, მობილობის საფასურის გადაუხდელობა“, – აცხადებენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგად ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიიღო. მობილობის კუთხით, ხუთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტის სია (ვაკანტური ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:
სტუდენტების გადასვლის მაჩვენებლები:
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 576 სტუდენტი
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 328 სტუდენტი
შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ -213 სტუდენტი
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 140 სტუდენტი
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 106 სტუდენტი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება