გიორგი გახარია მასწავლებლებს მიმართავს
გიორგი გახარია მიმართავს მასწავლებლებს და სკოლის პერსონალს, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ აჭარაში იმყოფებოდნენ, სწავლის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან თავი შეიკავონ.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში, მასწავლებელს, სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რომ ორი კვირის განმავლობაში, სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან და საქმის კურსში ჩააყენონ ამის შესახებ განათლების სამინისტრო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარდა ამისა, დღესვე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იგეგმება მასწავლებლების შერჩევითი ტესტირება.
ბოლო პერიოდში მკვეთრად მზარდი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ფონზე, მთავრობა სხვადასხვა რეგულაციებს აწესებს.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება