გორის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა ალკოჰოლური სასმელი შეიტანეს
გორის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა ალკოჰოლური სასმელი შეიტანეს და დალიეს.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოსწავლე მანდატურის სამსახურმა ნახა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
სკოლაში მისულ სამართალდამცველებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მხოლოდ ერთი მოზარდი დახვდათ. პოლიციამ მოსწავლეები სიტყვერად გააფრთხილეს.
EDU.ARIS.GE გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა.
ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, ერთ მოსწავლეს, რომელსაც ალკოტესტი ჩაუტარდა თრობა დაუდასტურდა.
,,ერთ-ერთ მოსწავლეს ალკოტესტი ჩაუტარდა და დაუდასტურდა, რომ ნასვამი იყო. სკოლაში გამოძახებული იქნა პოლიცია მანდატურების მხრიდან და მოსწავლეები მშობლებთან ერთად გამოკითხვალე გადაიყვანეს”, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
სკოლაში, ალკოჰოლური სასმელს შეტანას ადასტურებს დირექტორიც.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება