გორის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ხიდისთავი, სკრა, ერგნეთი, ბოშური, ფხვენისის და კარალეთის სკოლების დირექტორები ისე გაუშვეს, რომ მათთვის არავის არაფერ განუმარტავს. მათ მოვალეობას ახლა მოადგილეები ასრულებენ.
დირექტორები სამინისტროსგან ახსნა განმარტებას ითხოვენ, რადგან ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მოტივი უცნობია.
“ჩემთვის გაუგებარია რატომ გამიშვეს სახლში. ყოველგვარი განმარტებისა და საფუძვლის გარეშე მოხდა ისე, რომ არ გადამიყვანეს მოვალეობის შემსრულებლად. ვსარგებლობ უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით თემში, სასკოლო საზოგადოებაში, მოსწავლეებში, პირველ რიგში. რატომ არ მოხდა მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანა – რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს და რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება?”, – ამბობს ხიდისთავის სკოლის დირექტორი.
აღნიშნულზე გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გააკეთეს განცხადება. რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტება სტანდარტულია, მისი თქმით, დირექტორებს მუშაობის ვადა ამოეწურათ და სახლში ამის გამო გაუშვეს.
“დირექტორებს ამოეწურათ 6-წლიანი ვადა. მათ მოვალეობას მოადგილეები ასრულებენ. განათლების სამინისტრო კონკურსს გამოაცხადებს და სკოლებისთვის ახალ დირექტორებს ამ ფორმით შეარჩევენ“, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
6-წლიანი ვადა გორის მუნიციპალიტეტის 40-მდე სკოლის დირექტორს ამოეწურა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 34 მათგანი მუშაობას ჯერ ისევ აგრძელებს.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება