გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
სოფელ ვარიანსა და გორის მე-10 საჯარო სკოლებში დღეს საგაკვეთილო პროცესი არ მიმდინარეობს.
EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ დღეს მოსწავლეები მალევე გაუშვეს სახლში ბერბუკის საგანმანათლებლო დაწესებულებიდანაც.
როგორც გაირკვა, ამის მიზეზი გათბობის სისტემის გაუმართაობა და სინათლის გათიშვა გახდა. ვარიანის სკოლაში გათბობის სისტემა გუშინ, ხოლო მეათე სკოლაში დღეს გამოვიდა მწყობრიდან. ბერბუკის სკოლაში კი სინათლე დღეს გაითიშა.
გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გაცდენილი დღეები მოსწავლეებს აუნაზღაურდებათ და მათ გაკვეთილები შაბათ დღეს ჩაუტარდებათ.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება