გორის სამ სკოლაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
გორის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.
სიმონ გულედანის თქმით, ვირუსი 1-ლ და მე-8 საჯარო სკოლების, ასევე სოფელ ფლავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდათ.
მერვე და ფლავის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ რეჟიმის სწავლებაზე გადავა, რაც შეეხება პირველ სკოლას, აქ თვითიზოლაციაში მესამე და მეათე კლასი გადავა და სწავლება დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარდებათ.
„შიდა ქართლში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. კორონავირუსი დაუდასტურდა პირველი სკოლის ორ მოსწავლეს, რის გამოც ეს კლასები გადადის თვითიზოლაციაში და სწავლება წარიმართება დისტანციურად. კოვიდ 19 შემთხვევები დადასტურდა ასევე გორის მერვე და ფლავის სკოლებში“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.
ამ დრომდე საკლასო ოთახებში სწავლა შეწყვეტილია გორის მესამე საჯარო სკოლაში. მიზეზი აქაც კორონავირუსით მოსწავლის ინფიცირებაა.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან