გრეტა ტუნბერგი ერთწლიანი პაუზის შემდეგ სკოლაში ბრუნდება
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედმა ეკოაქტივისტმა, გრეტა ტუნბერგმა სკოლაში დაბრუნება გადაწყვიტა. გოგონამ ეს ინფორმაცია თავის Twitter-ზე განათავსა. ამ დროის განმავლობაში, თავისი მთავარი გზავნილის გავრცელების მიზნით, გოგონამ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.
გრეტა ტუნბერგს სკოლაში 2019 წლის ივნისის შემდეგ არ უვლია. ამასობაში ის დისტანციურად მეცადინეობდა. საშუალო სკოლის დამამათავრებელი კლასებისთვის მეტი ყურადღების მიქცევის ნაცვლად მისი გონება მსოფლიოში კლიმატის ცვლილების პრობლემით იყო დაკავებული. მან არა ერთ მოხსენებაზე გლობალური დათბობის თემაზე ისაუბრა. თავისი მოგზაურობისას გოგონა მხოლოდ გემით გადაადგილდებოდა, რითიც მან ხაზი თვითმფრინავის ფრენისას გამოყოფილი ნახშირბადის ზიანს გაუსვა.
გრეტას მოგზაურობის საბოლოო მიზანი ჩილეს დედაქალაქი, სანტიაგო იყო. იქ გაეროს კონფერენცია COP25, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხებოდა, უნდა ჩატარებულიყო. ქვეყანაში არსებული მასობრივი არეულობის გამო კონფერენცია მადრიდში ჩატარდა.
გაეროში სიტყვით გამოსვლისას გოგონამ მსოფლიო ლიდერების გაკიცხვას არ მოერიდა. გარდა ამისა თავისი მოგზაურობისას გრეტა ტუნბერგს განმეორებითი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტთან, ბარაქ ობამასთან ჰქონდა. კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა გოგონას Teslas ელექტრომობილი ათხოვა, რომლითაც გრეტამ თავისი მოგზაურობა გააგრძელა.
ინფორმაცისთვის, 2018 წლის აგვისტოში, შვედმა მოსწავლემ გრეტა ტუნგბერგმა სტოკჰოლმის პარლამენტის წინ ერთკაციანი აქცია მოაწყო. მან განაცხადა, რომ პარასკევ დღეს სკოლაში მანამ არ ივლიდა, სანამ მთავრობა „პარიზის შეთანხმების“ პირობების შესრულებას არ დაიწყებდა. აღნიშნული დებულება დედამიწის კლიმატის მდგომარეობას ეხება და მისი მიზანი გლობალურ დათბობასთან ბრძოლაა. მოსწავლე მსოფლიოს მასშტაბით მაშინვე გახდა ცნობილი და მას ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ავსტარალიის 400-მდე ქვეყნის მოსწავლეები შეუერთდნენ. გრეტა ტუნბერგი კი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
წყარო: theguardian.com
მოამზადა თეა ინაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება