გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი კულტურული ტურიზმის ევროპული ქსელის გენერალურ ასამბლეაში ჩაერთო
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2014 წლიდან მონაწილეობს კულტურული ტურიზმის ევროპული ქსელის (ECTN Network) საქმიანობაში.
2 დეკემბერს გაიმართა ქსელის გენერალური ასამბლეა, რომლის მუშაობაში უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორები მაკა ფირანაშვილი და მაია მელაძე მონაწილეობდნენ. გენერალურ ასამბლეაზე განხილეს 2020 წლის მიღწევები და სამომავლო გეგმები.
ECTN-ი არის ერთადერთი პანევროპული ქსელი, რომელიც კულტურული ტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობს და ამ ინდუსტრიის პროფესიონალებთან ერთად პერიოდულად განიხილავს სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, იზიარებს საუკეთესო გამოცდილებას და მის საფუძველზე შეიმუშავებს ახალ მიდგომებს.
ECTN-ი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რეგისტრირებულია ბელგიის კანონმდებლობის მიხედვით. მისი წევრები არიან სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები.
დამატებითი ინფორმაცია ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ მისამართზე.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი