გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრესკლუბი ონლაინ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრესკლუბი COVID-19 პანდემიის გამო რამდენიმე თვეა ონლაინ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
სალექციო კურსის – „მოდელირებული პრესკონფერენციის“, ფარგლებში შექმნილი პრაქტიკული კომპონენტი – პრესკლუბი, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს უვითარებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ახალგაზრდებს დაოსტატებაში ეხმარება. განსახილველი თემის შერჩევა, რესპონდენტების მოძიება, კითხვების მომზადება და ინტერვიუს წარმართვა – ასეთი გახლავთ პრესკლუბის ყოველი გადაცემის დროს სტუდენტების მიერ შესასრულებელი დავალებები, რომელსაც ჟურნალისტი და პედაგოგი – ნინო მაჭავარიანი ხელმძღვანელობს. პრესკლუბი თავის გადაცემებში აქტუალურ საკითხებს განიხილავს და საინტერესო სტუმრებს მასპინძლობს.
პრესკლუბის ყოველი გადაცემა TV 24-ის ეთერით გადაიცემა.
გთავაზობთ პრესკლუბის ერთ-ერთი გადაცემას, რომელიც პანდემიის გამო ახალ რეალობაში დისტანციური სწავლების საკითხების განხილვას დაეთმო.
სტუდენტებმა ამ თემაზე სასაუბროდ მოიწვიეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა და თბილისის 98-ე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი მომცელიძე.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში IMF-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის საჯარო ლექცია გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს აკადემიური პერსონალი UN PRME-ის პედაგოგიკის სასერტიფიკატო სესიაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი