გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები თავდაცვის სამინისტროს ახალ პროექტში – „ 7 დღე ჯარისკაცად“ ჩაერთვნენ
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალ პროექტში – „7 დღე ჯარისკაცად“.
პროექტი ემსახურება თავდაცვის ძალებისა და სარეზერვო სისტემის პოპულარიზაციას.
10 აგვისტოს პალდოს სამხედრო ბაზაზე გაიმართა პროექტის ოფიციალური წარდგენა, რომელსაც 17 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს წარმოადგენდა სტუდენტური გაერთიანება „ალმა მატერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი როენა ბახია და სტუდენტი ანინა გიგუაშვილი.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს პროექტის თითოეული დაგეგმილი დღე. 7 დღის განმავლობაში მონაწილე სტუდენტები იცხოვრებენ როგორც ჯარისკაცები და გაეცნობიან თავდაცვის ძალების ისტორიას, შეიარაღებასა და ტექნიკას, სამხედრო ტოპოგრაფიას, საცეცხლე მომზადებას, საველე კავშირგაბმულობას, სამოქალაქო უსაფრთხოებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას; ისწავლიან დაბრკოლებათა ველის გადალახვას, პირველად სამედიცინო დახმარებას, თვითგადარჩენის აუცილებელ კომპონენტებს: წყლის მოპოვებას, გაფილტვრას, ცეცხლის ანთებას, თავშსაფრის მოწყობას, საკვების მოპოვებას და სხვ.
პროექტის დასასრულს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პროექტი სექტემბერში განხორციელდება.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი