გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ონლაინ ღია კარის დღე გაიმართა
ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საკმაოდ პატარა ასაკში, სკოლის დამთავრებისას, ვიღებთ, როცა ვირჩევთ პროფესიას და უნივერსიტეტს, რომელსაც ჩვენს საუკეთესო წლებს დავუკავშირებთ.
25 დეკემბერს მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისა და უნივერსიტეტის გაცნობის მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ონლაინ ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსთავის მე-10, თბილისის 151-ე და 171-ე საჯარო სკოლების ხელმძღვანელები, პედაგოგები, მოსწავლეები, აგრეთვე, უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე სულ ახლახან დასრულებული კონკურსის მონაწილეები თბილისისა და რეგიონების: ზუგდიდის, წყალტუბოს, საჩხერის, სენაკის, აბასთუმნის, ქუთაისის, გორის, კასპის საჯარო და კერძო სკოლებიდან.
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნეს საგანმანათლებლო და სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამები, ესაუბრნენ პარტნიორი უნივერსიტეტების, გაცვლითი პროგრამებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
პედაგოგები და მოსწავლეები ღია კარის დღეზე წარმოდგენილი ვიდეორგოლების მეშვეობით გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო გარემოსა და ლაბორატორიებს.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს აკადემიურ პერსონალს საინტერესო საუბრისათვის და სთხოვეს უნივერსიტეტს პანდემიის გამო შექმნილი შეზღუდვების გათვალისწინებით უფრო მეტი პროექტი შესთავაზონ მოსწავლეებს ონლაინ ფორმატში.
-
GRUNI-ს აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროფესორ ვლადიმერ პაპავას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს ასისტენტ-პროფესორი ლისაბონის საერთაშორისო ვორკშოპში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი