გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აკადემიური და მოწვეული პერსონალის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აკადემიური და მოწვეული პერსონალის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ამოქმედდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო პორტალი EURAXESS-ი. EURAXESS-ი წარმოადგენს უნიკალურ, პანევროპულ ინიციატივას, რომელიც აერთიანებს 42 ქვეყანას და ხელს უწყობს მკვლევართა მობილობას, აკადემიურ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას.
პორტალი უკვე მთელი დატვირთვით ფუნქციონირებს და მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში კვლევის პოტენციალისა და გარემო პირობების შესახებ.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.euraxess.ge/
იმედს გამოვთქვამთ, რომ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური/მოწვეული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი აქტივობა ამ მეტად მნიშვნელოვანი პროცესის თანმდევი და ახლო მომავალში, განუყოფელი ნაწილი გახდება”, – ვკითხულობთ უნივერსიტეტის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის განცხადებაში.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
„პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა“ – GRUNI-მ ექიმებისთვის ტრენინგი ჩაატარა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდული პოლიტიკა“ გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი