GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო ​  

27 იანვარს თბილისის საკრებულოში ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომელსაც თბილისის საკრებულოს, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის გარდა იმ ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, სადაც ჰოლოკოსტის ისტორიას სწავლობენ.

ხსოვნის ცერემონიაზე „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ ისაუბრა ქართულ უნივერსიტეტებში, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლების მნიშვნელობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების დაინტერესება ამ საკითხებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს გვერდითაა და მსხვერპლთა ხსოვნას პატივს ღირსეულად მიაგებს.

მაისში, იგეგმება ჰოლოკოსტის ისტორიის სასწავლო კურსის საუკეთესო სტუდენტების ვიზიტი ისრაელში. ახალგაზრდები ეწვევიან ჰოლოკოსტის კვლევის უმნიშვნელოვანეს ცენტრს, იერუსალიმის იად ვაშემის მუზეუმს და შეხვდებიან ისრაელის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, რაც უდავოდ გაამდიდრებს მათ თვალსაწიერს ამ მიმართულებით.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან ღონისძიებაზე მიწვეული იყო „ჰოლოკოსტის ისტორიის“ კურსის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი ნონა ჭანტურია და სტუდენტები: ანანო სადაღაშვილი, ანა მანველიშვილი და ნინო ლუტიძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური