გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორმა მოსწავლეებისთვის ონლაინ ლექცია ჩაატარა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, შექმნილი საგანგებო ვითარების მიუხედავად, განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის, სკოლებთან.
მიმდინარე წლის თებერვალში უნივერსიტეტისა და სკოლა-პანსიონ აიბი „მთიების“ ხელმძღვანელთა საანგარიშო შეხვედრაზე დაიგეგმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ჩართვა სკოლის სასწავლო პროცესში და მოსწავლეებისათვის პოპულარული სალექციო კურსის მომზადება.
14 მაისს, შეთანხმების შესაბამისად, უნივერსიტეტის რადიოსტუდია „ალმა მატერის“ ხელმძღვანელმა, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ლექტორმა, ტელერადიო ჟურნალისტმა ნინო მაჭავარიანმა ონლაინ ლექცია ჩაატარა აიბი „მთიების“ ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეებისათვის. ლექციაზე განიხილეს ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნოლოგია, ინტერვიუერის შერჩევისა და მიღებული ინფორმაციის დამუშავების სპეციფიკა, ისაუბრეს პანდემიის დროს ჟურნალისტის მუშაობის თავისებურებებზე. შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა ლექტორმა უპასუხა შეკითხვებს.
ონლაინ ლექციას პედაგოგებთან ერთად ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო ჩიკვაიძე, რომელმაც ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტსა და მოწვეულ სტუმარს.
-
ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში – 28 თებერვალს GRUNI-ს ახალი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მეცნიერთა შრომები რომში გამოიცა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი