გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მონაწილეობით გამოიცა მეთოდოლოგიური გზამკვლევი – სახელმწიფო მოწყობის სამართალი
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მონაწილეობით გამოიცა მეთოდოლოგიური გზამკვლევი – სახელმწიფო მოწყობის სამართალი, სტუდენტებისა და ლექტორებისთვის.
გზამკვლევი აღწერს იმ თემებს, რომლებსაც სტუდენტი სახელმწიფო მოწყობის სამართლის შესწავლისას უნდა გაეცნოს – წარმოდგენილია სასწავლო მიზნები და მეთოდური რეკომენდაციები, მითითებულია შესაბამისი ლიტერატურა; შემოთავაზებულია რეკომენდაცია განსახილველი თემების დროში განაწილების შესახებ და სხვ.
გარდა ქართულენოვანი წყაროებისა, დანართში განთავსებულია გერმანულენოვანი ლიტერატურა (მისი ქართული თარგმანი), რომელიც მეთოდური გზამკვლევისთვის სპეციალურად შეირჩა და ითარგმნა.
იხილეთ გამოცემის ელექტრონული ვერსა
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
„პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა“ – GRUNI-მ ექიმებისთვის ტრენინგი ჩაატარა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდული პოლიტიკა“ გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი