გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი სავაჭრო-სამრეწველო პალატის მედიაციის განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მედიაციის განვითარების კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი უხელმძღვანელებს. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექმნებათ შესაძლებლობა, არამხოლოდ ნაკლები ფინანსებისა და დროის ხარჯზე აღმოფხვრან მიმდინარე სამართლებრივი დავები, არამედ მოახდინონ კონფლიქტის წარმოშობის ეფექტური პრევენცია.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის – გიორგი პერტაიას, განცხადებით, „დღეს პალატაში 900-მდე მცირე და საშუალო ბიზნესსუბიექტია გაერთიანებული, ბოლო პერიოდში კი მსხვილი ბიზნესის წევრებიც ერთიანდებიან. მედიაციის კომიტეტმა ბიზნესს უნდა დაანახვოს სამართლებრივი დავების გადაწყვეტის ახალი პერსპექტივა და შესაძლებლობები, მისი გამოყენებით მხარეებმა უნდა მიიღონ ორმხრივად სასარგებლო და მათ ინტერესზე მორგებული გადაწყვეტილებები“.
უნივერსიტეტი ულოცავს და უსურვებს ირაკლი ყანდაშვილს ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის ღირსეულად შესრულებას.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი