გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სწავლა-სწავლებასთან ერთად სამეცნიერო საქმიანობასაც განაგრძობს.
ინფაქტ ფაქტორის 2017:7.383 საერთაშორისო ჟურნალის – “International Journal of Recent Scientific Research“, 2020 წლის მარტის ნომერში გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის მაკა სალხინაშვილისა და სემეკის წევრის, ბიზნესის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მაია მელიქიძის ერთობლივი სამეცნიერო სტატია: „მომსახურების ხარისხის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში“.
სტატიაში აღწერილია საქართველოში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურების კომერციული ხარისხის რეგულაციები, განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც იცავს მომხმარებელების უფლებებს კომუნალურ სფეროში. აღნიშნულია, რომ სემეკის მიერ ელექტრონული ჟურნალის შემოღება და კომუნალური საწარმოების კონტროლი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია გამჭვირვალობის, თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვის თვალსაზრისით. საქართველომ ამ რეგულაციებით 2016-2019 წლებში შექმნა პრეცენდენტი მომსახურების გაუმჯობესების საკითხში, რაც ევროპის ქვეყნებისთვის საინტერესო თემად იქცა.
სამეცნიერო სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
-
GRUNI-ში, TESOL პროგრამის კურსდამთავრებული პედაგოგებისთვის ტრენინგი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სკოლის ლიდერებისთვის პროფესიული განვითარების ონლაინტრენინგი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-მ თურქულ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი