გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნდნენ
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საფრანგეთის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს და ახორციელებს ერთობლივ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებას და საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცესთან უნივერსიტეტის დაახლოებას.
ამგვარი თანამშრომლობის შედეგად, ყოველწლიურად, უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი სასწავლო წლით ან ერთი სემესტრით მიემგზავრებიან პარტნიორ – სიანს პო რენისა და ნანტის, უნივერსიტეტებში, ფრანგი სტუდენტები კი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ეუფლებიან პროფესიას.
იანვრის არდადეგებზე მშობლიურ უნივერსიტეტს ახალი ცოდნითა და გამოცდილებით დაუბრუნდნენ სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები – თამარ მეფარიშვილი და მიხეილ ჭვინაშვილი, რომლებიც ერთი სემესტრი ეუფლებოდნენ სამართალს ნანტის უნივერსიტეტში, გიორგი თავხელიძე კი მეორე სემესტრსაც იქ გააგრძელებს.
სიანს პო რენიში ორი სემესტრი ისწავლა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა სალომე ზაბახიძემ, ხოლო სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მარიამ ზარქუამ საფრანგეთის საელჩოს სტიპენდიით – ერთი სემესტრი.
უნივერსიტეტი თითოეულ მათგანს ულოცავს მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნებას, გიორგი თავხელიძეს კი შემდგომ წარმატებას უსურვებს საფრანგეთში.
-
GRUNI-ს კურსდამთავრებულთა სტატიები ჟურნალ BENEFIT-ში გამოქვეყნდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს დოქტორანტებმა ტეხასის A&M უნივერსიტეტში კვლევითი პრაქტიკა წარმატებით დაასრულეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს ასისტენტ-პროფესორის თანაავტორობით ახალი სახელმძღვანელო გამოიცა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი