გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა თანამედროვე სამედიცინო განათლების სკითხებზე პროფესორ უილიამ ბრაუნის ლექცია მოისმინეს
ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის პირველი აკადემიური წლის სტუდენტებმა მოისმინეს პროფესორ უილიამ ბრაუნის ლექცია თანამედროვე სამედიცინო განათლების სკითხებზე. პროფესორი შეეხო თანამედროვე კარიერული განვითარების პრობლემატიკას, სტუდენტთა ექიმად ჩამოყალიბების პროცესს, ამ პროფესიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და მოტივაციის აუცილებლობას. მან საინტერესო სტატისტიკური მონაცემების ანალიზი წარმოადგინა, რომელმაც სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ლექციას ესწრებოდნენ ქართველი და უცხოელი სტუდენტები, რომლებმაც შეკითხვები დაუსვეს ბატონ ბრაუნს და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
პროფესორი უილიამ ბრაუნი წამყვანი ქირურგი და ლაპარასკოპიული ქირურგიის ცნობილი სპეციალისტია როგორც ავსტრალიაში, ისე მსოფლიოში. მას ხშირად იწვევენ მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ოპერაციების ჩასატარებლად. იგი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა – არის სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული გაერთიანების წევრი და დამფუძნებელი.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში IMF-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის საჯარო ლექცია გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს აკადემიური პერსონალი UN PRME-ის პედაგოგიკის სასერტიფიკატო სესიაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი