გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს ექსკურსიათმცოდნეობაში გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარდათ
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ექსკურსიათმცოდნეობაში პირველი გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარდათ.
მიმდინარე სემესტრის განმავლობაში სტუდენტებმა ონლაინ შეისწავლეს გიდობის თეორიული მასალა, მოისმინეს სხვადასხვა გიდის და ქვეყნის case study-იები, იმუშავეს სურათებზე (გიდობის ტექნიკის დამუშავების ერთ-ერთი საწყისი ეტაპი) და დაამუშავეს ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტული ობიექტის შესახებ.
პრაქტიკულ მეცადინეობას ორი დღე დაეთმო (15-16 ივნისი, ჯამში 7 საათი). ასოცირებული პროფესორის ლეილა გიორგაძის საჩვენებელი ტურის შემდეგ, სტუდენტებმა ლექტორის ხელმძღვანელობით თავად ჩაატარეს ტური ძველ თბილისში, მთავარ ტურისტულ მარშრუტზე.
სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებისა და გიდობის ტექნიკის დასახვეწად ლექტორი ანალოგიური მეცადინეობების ჩაატარებას მუზეუმებსა და მოძრავ ტრანსპორტშიც გეგმავს.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი