გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ
წინასაახალწლოდ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, მოხუცთა თავშესაფარ “ლაზარეთს” ესტუმრნენ და თავიანთი ყურადღებით გაახარეს მისი მობინადრეები.
ახალგაზრდებმა ახალი წელი მიულოცეს ხანდაზმულ ადამიანებს, ტკბილეული და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს მათ და კიდევ ერთხელ დაუდასტურეს თავიანთი პატივისცემა და სითბო.
საქველმოქმედო აქციას საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილიც შეუერთდა.
სტუდენტური თვითმმართველობა დამდეგ 2020 წელს ულოცავს სრულიად საქართველოს და დიდ მადლობას უხდის მაღაზიათა ქსელ “ჯიბე ქეშ&ქერის“ თანადგომისა და სპონსორობისთვის.
-
GRUNI-ს პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში მონაწილეობენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი