გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გასვლით ტურში
3 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ყუფარაძე მონაწილეობდა მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის „შუაგული“ (SHUAGULI – Events & Garden) გაცნობით ტურში, რომელიც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.
შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელები. პროგრამა ითვალისწინებდა ასოციაციის წამომადგენლებისა და ტურიზმის აკადემიური წრეების გაცნობას, ასევე, ახლად გახსნილი ტურისტული ცენტრის – „შუაგულის“, დათვალიერებას. ტურის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს ტერიტორია, გლემპინგის (გლამურული კემპინგი) ტიპის სასტუმრო, სანერგე, გაეცნენ სანომრე ფონდს, დააგემოვნეს ღვინო.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის.
-
ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში – 28 თებერვალს GRUNI-ს ახალი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მეცნიერთა შრომები რომში გამოიცა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი