გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი ჟურნალის სპეციალური გამოცემა გამოქვეყნდა
„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ სპეციალური გამოცემა საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების საკითხებს მიეძღვნა.
მომზადდა და გამოქვეყნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – “საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“, 2020 წლის სპეციალური გამოცემა, რომელიც მიეძღვნა საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირებისა და ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს.
საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სპეციალური გამოცემის თემატიკა განსაკუთრებული აქტუალობის მატარებელია, რადგან კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა კრიზისული მმართველობის განხორციელება.
ჟურნალში მოცემულია ქართველი და უცხოელი მეცნიერების ნაშრომები, რომლებიც, ასევე, ქვეყნდება „Heinonline“- ის სამართლებრივი სტატიების საერთაშორისო საძიებო სისტემაში.
„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე და განკუთვნილია სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერების, ექსპერტებისა და სტუდენტებისათვის.
ჟურნალის სპეციალური გამოცემის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი