გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ვებსტერის უნივერსტეტის ათენის წარმომადგენლობის რექტორი და ვიცე-რექტორი სტუმრობენ
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რადიო-სტუდიას ,,ალმა მატერი” ვებსტერის უნივერსიტეტის (ათენის წარმომადგენლობის) რექტორი, ვასილის ბოტოპულოსი და ვიცე-რექტორი სუზი მიქაილიდისი ესტუმრნენ.
გადაცემაში ,,ალმა მატერის დრო” ისაუბრეს ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
ინფრომაციისთვის, საქართველოში იწყება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტი, რომელიც გულისხმობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ვებსტერის უნივერსტეტის (აშშ) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და კურსდამთავრებულებისთვის ამ უნივერსტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მინიჭებას ფსიქოლოგიაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, საჯარო მმართველობასა და პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, რომ სამაგისტრო პროგრამა განხორციელდება მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით MBA აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
ამასთან დაკავშირებით, ვებსტერის უნივერსტეტის ათენის წარმომადგენლობის რექტორი ვასილის ბოტოპულოსი და ვიცე-რექტორი სუზი მიქაილიდისი სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდნენ საქართველოში, რომლებიც უშუალოდ შეხვდებიან სტუდენტებს/დაინტერესებულ პირებს, გააცნობენ ამ პროექტის დეტალებს და, სურვილის შემთხვევაში, ორგანიზებას გაუწევენ სტუდენტთა ჩართვას პროგრამის განხორციელებაში.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიულ კომპანია CURADEN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი“ გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი