გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ელექტრონული სისტემა „ნექსუსის“ მეშვეობით სწავლა უწყვეტად მიმდინარეობს
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, სწავლა და აკადემიური პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა „ნექსუსის“ მეშვეობით უწყვეტად მიმდინარეობს და ამ სისტემას უნივერსიტეტი 15 წელზე მეტია წარმატებით იყენებს.
აღსანიშნავია, რომ მეცადინეობების პროცესში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერის, ისე მობილური ტელეფონის საშუალებით.
„ნექსუსის“ ადმინისტრაცია დაუღალავად მუშაობს სისტემის გამრავალფეროვნებისა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, ამავე დროს, ის სიამოვნებით მიიღებს თითოეული სტუდენტისა თუ ლექტორის წინადადებას/მოსაზრებას ამ სისტემის კიდევ უფრო დახვეწისა და გაუმჯობესებისათვის“, – ვკითხულობთ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს თითოეულ პროფესორსა და სტუდენტს სასწავლო პროცესის ახლებური, თანამედროვე ფორმით წარმართვის საქმეში.
-
GRUNI-ს პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში მონაწილეობენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი