გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სკოლა აიბი „მთიებმა“ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პირველი სემესტრის ანგარიში წარმოადგინა
აიბი „მთიებმა“ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პირველი სემესტრის ანგარიში წარმოადგინა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და სკოლა-პანსიონ აიბი „მთიების“ თანამშრომლობა უპრეცედენტო და მრავალმხრივია, როგორც შემეცნებით-კულტურული ღონისძიებების, ისე ერთობლივი სასწავლო პროექტებისა თუ პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით.
26 თებერვალს სკოლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე სხვადასხვა სასწავლო პროგრამის (სკოლის) ხელმძღვანელებთან ერთად უნივერსიტეტს ესტუმრა და თანამშრომლობის პირველი სემესტრის ანგარიში წარმოადგინა.
აღინიშნა, რომ მოსწავლეებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებთან და პროფესორ – მასწავლებლებთან თანამშრომლობა და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა თუ პროექტებში მონაწილეობა. „საუბრები ფსიქოლოგიაზე“, „განვიხილავთ ბავშვის უფლებებს“, „Teen Academy”, შემეცნებითი ტური კახეთში, დიაგნოსტიკური ტესტირება პროფილურ აკადემიურ დარგებში, სასწავლო ვიზიტი კრიმინალისტიკისა და მედიცინის ლაბორატორიებში, სპორტული ღონისძიებები – ის აქტივობებია, რომლებმაც გარკვეული ცოდნა და მოტივაცია შესძინა მოსწავლეებს, გააცნო მათ სტუდენტური ცხოვრება და უნივერსიტეტი.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა სკოლის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ნინო ჩიკვაიძეს და მთელ მის პედაგოგიურ კოლექტივს. მხარეები შემდგომი თანამშრომლობის თაობაზეც შეთანხმდნენ, კერძოდ, დაიგეგმა აიბი „მთიების“ პედაგოგების მეთოდოლოგიური ტრენინგი, სკოლის სასწავლო გეგმის შედგენაში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართვა, ერთობლივი საზაფხულო შემეცნებითი ბანაკების ორგანიზება, „მთიების“ უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისათვის პოპულარული სალექციო კურსის მომზადება და სხვა ღონისძიებები, რომლებიც სასწავლო წლის მეორე სემესტრში განხორციელდება.
თანამშრომლობა სკოლა-პანსიონ აიბი „მთიებთან“ გრძელდება.
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი