GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით სტუდენტთა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

კონფერენციის მუშაობაში სამი უნივერსიტეტის – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტი მონაწილეობდა.

კონფერენცია სამ მიმართულებად მუშაობდა:

– სამართლისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულება;
– ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულება;
– სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება;

კონფერენციაზე სტუდენტებმა თავიანთი საკვლევი საკითხების შესახებ საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს, რომლებიც შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ შეფასდა.

ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ:

  • მურთაზ კვირკვაია – ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი;
  • გიორგი მირიანაშვილი -საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის
    დეკანის მ/შ; სამართლის ფაკულტეტის მკვლევარ – ასისტენტი;
  • თამარ გამსახურდია – ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის
    ხელმძღვანელი;
  • მაკა ფირანაშვილი – ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი ;
  • ლანა სულხანიშვილი – ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის
    პედაგოგი;
  • მარიამ სულაშვილი – სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

ექსპერტთა ჯგუფმა სამი საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა:

– „შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი რეგულირება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში“ – სოფო ფუტკარაძე , გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ბათუმის წარმომადგენლობა;

– „აღდგენითი მართლმსაჯულების როლი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში“ – ხატია ხაბაშვილი და ხატია მიკირტიჩიანი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

– „მუსლიმანების დამოკიდებულება ევთანაზიის მიმართ“ – მარიამ დარბაიძე, თსუ.

კონფერენციის თითოეულ წევრს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მიზნად ისახავს ადრეული საფეხურიდანვე სტუდენტების ჩართვას კვლევით საქმიანობაში, ხელს უწყობს მათ დაინტერესებას სხვადასხვა სამეცნიერო თემით და ჯგუფური ესეების წარმოდგენის საშუალებით უვითარებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს. ამასთან, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება სასარგებლოდ წაადგება იმ მონაწილეებს, ვინც თავის კარიერას სამეცნიერო საქმიანობას უკავშირებს.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საკონფერენციო ნაშრომებისა და პრეზენტაციების შეფასებაში ჩართულ კომისიის წევრებს.

უნივერსიტეტი კონფერენციის თითოეულ წევრს ულოცავს წარმატებას, მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებას და უსურვებს კარიერულ წინსვლასა და მეტ აქტიურობას სამეცნიერო სივრცეში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური