გრიპის სეზონური ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფს პედაგოგები დაემატა, სკოლებში სიების შედგენა მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სიას პედაგოგების ჯგუფი დაემატა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, შესაძლებლობა აქვთ ვაქცინაცია უფასოდ ჩაიტარონ.
„გაცნობებთ, რომ 2020 წლის 13 ოქტომბრის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის N 06-199/ო ბრძანებაში (13.10. 2020 წ.), რომელის მიხედვითაც განსაზღვრულია გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხა, განხორციელდა ცვლილება და აცრადაქვემდებარებულ რისკჯგუფების ჩამონათვალს დაემატა კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ცვლილება გულისხმობს, რომ მასწავლებელმა უნდა მიმართოს პოლიკლინიკას/ამბულატორიას, სადაც რეგისტრირებულია და უფასოდ ჩაუტარდებათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა“, -ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, გრიპის სეზონური ვაქცინაციის შეთავაზება საჯარო სკოლების პედაგოგებს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ჰქონდათ და სკოლებში მსურველების სიების შედგენა უკვე დაწყებულია.
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება